|
|
შ.პ.ს. „ჩექვეი“ არის სპეციალიზირებული საბროკერო ფირმა, რომლის მთავარი საქმიანობა არის კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პროდუქტების სფეროში.
ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის ხარისხიანი, მაღალპროფესიონალური და კომპლექსური მომსახურების გაწევა, რომელიც ორიენტირებულია კლიენტის მოთხოვნებზე.
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ საუკეთესო მეთოდს კლიენტის რისკების დასაფარავად.
ადვილ მისაწვდომლობას და მოხერხებულ მომსახურებას კლიენტებისთვის უზრუნველყოფენ პროფესიონალი კონსულტანტები და გაყიდვების ოფისი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირის 33 ნომერში.
ჩვენთან თქვენ ნახავთ უმეტესი სადაზღვევო კომპანიების პროდუქტებს. თქვენ არ მოგიწევთ ყველა სადაზღვევო კომპანიის შემოვლა და მათი პროდუქტების შედარება ფასის და ხარისხის მიხედვით. ჩვენ გავაკეთებთ თქვენთვის ბაზრის უფასო ანალიზს და ამოვარჩევთ დაზღვევის საუკეთესო სახეობას, რომელიც დაფარავს თქვენს რისკებს და შეესაბამება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს.
ცხოვრებას მოაქვს არა მარტო სიხარული, არამედ სხვადასხვა უსიამოვნება და სირთულე. რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგანს უკვე მოუწია სერიოზულ პრობლემასთან გამკვლავება, რომელიც ან თქვენ, ან თქვენს ახლობლებს ეხებოდა. დაზღვევა ფარავს დანაკლისს, რომელიც გამოწვეულია ასეთი ტიპის პრობლემებით.
ჩვენმა კომპანიამ შეარჩია ბაზარზე ძლიერი სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც თქვენთვის კარგი სადაზღვევო პარტნიორები იქნებიან. ეს სანდო კომპანიებია და მათი მეშვეობით გადაჭრით უმეტესს სადაზღვევო შემთხვევას.
|
|